,,ევროკავშირის ლაბორატორიის დაარსება"
პროექტის ,,ევროპა ჩვენი მომავალია“ ფარგლებში ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა,,ევროკავშირის ლაბორატორია“, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მიერ დისკუსიისა და დებატების გამართვას ევროკავშირთან დაკავშირებით. ახლო მომავალში ლაბორატორია უზრუნველყოფს ევროკავშირის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტს სკოლაში.
ლაბორატორიის დამაარსებლები არიან ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია“ წევრები.
მე-6 კლასი მომავალი თაობის ერთიანობისთვის და კომუნიკაციისთვის, დამფუძნებლებად მე-6 კლასელებიც შევიყვანეთ:
2. მარია გელაშვილი
3. მათე ცერცვაძე
4. პაატა რევიშვილი
მე-7 კლასი
1. მარიამ სოფრომაძე
2. ჯაბა სვანიძე
3. გიორგი კუხიანიძე
4. კესო ყუბანეიშვილი
მე-8 კლასი
1. ლუკა შველიძე
2. მათე შველიძე
3. გვანცა გურაბანიძე
4. ქრისტინე გოშხეთელიანი
შეხვედრა გახსნა სამოქალაქო კლუბის მეურვემ ნ. კალანდაძემ და აღნიშნა,, ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის გახდეს ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში“
მოსწავლეებმა მრგვალი მაგიდისირგვლივ გამართეს მსჯელობა ევროკავშირის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში და გამოთქვეს მზაობა და ინტერესი მომავალი ღონისძიებების მიმართ
.,,ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს დიდი ძალა შეგვწევს , რომ აქედანვე ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საამისოდ უნდა გვქონდეს წვდომა ინფორმაციაზე ევროკავშირთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ და სწორედ ჩვენი ლაბორატორია უზრუნველყოფს ინფორმაციის შემოდინებას და თაობათა შორის დიალოგს ‘’.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროექტი უფრო მეტად გაუწევს ახალგაზრდებში ევროკავშირის პოპულარიზაციას.
ევროკავშირის ლაბორატორიის დაფუძნებას ხელი შეუწყო სკოლამ, მოსწავლეებისა და პედაგოგების კომუნიკაციამ, ურთიერთთანამშრომლობამ და სკოლაში სტაჟირებაზე მყოფმა ისტორიკოსებმა: სალომე ჭეიშვილმა და ლალი რობაქიძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий