ევროკავშირის სტრუქტურა

როგორ მუშაობს ევროკავშირი?
ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიერ მათი ინტერესების გასატარებლად. ევროპარლამენტის მთავარი საქმიანობაა ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი მოცემულ პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი მათგანი ბრიუსელში (ბელგია).

ევროპის საბჭო

საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელების, მისი პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტისაგან. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არ აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლების უფლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროკავშირის საბჭო 

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა. იგი ინაწილებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშის კანონების მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ევროკომისია 

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ მიიღოს ზომები და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 28 კომისრისგან შედგება, სადაც თითოეული მათგანი ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მთავრობების მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან.  ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს) ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისგანხორციელებაში ეხმარება. საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციები მთელს მსოფლიოში საქმიანობენ ევროპელი ხალხის სახელით და მთლიანად ევროკავშირს წარმოადგენენ.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის სხვა სტრუქტურებისგან ფუნქციურად ავტონომიურია, მაგრამ მას ევროკავშირის სხვა სფეროების  პოლიტიკასთან თავისი პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტიც არის და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეც. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატიური სამსახური ასევე მხარს უჭერს უმაღლეს წარმომადგენელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში.

წყარო N1


ინსტიტუტები
თავდაპირველად, თითოეულ ევროპულ გაერთიანებას (ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანებას, ევროპის ეკონომიკურ კავშირსა და ევრატომს) საკუთარი კომისია და საბჭო ჰქონდა. 1965 წელს ხელმოწერილი, ე.წ. შერწყმის ხელშეკრულებით (Merger Treaty), ეს ორგანოები გაერთიანდნენ და სამივე გაერთიანებისთვის საერთო კომისია და საბჭო არსებობდა. პარლამენტი, მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო კი შექმნის დღიდან  საერთო ორგანოები იყვნენ.
ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, აუდიტორთა სასამართლო და ევროპის ცენტრალური  ბანკი.

ევროპის პარლამენტი

1979 წლიდან ევროპული პარლამენტის პირდაპირი არჩევნები იმართება. ევროპის პარლამენტს ირჩევენ 5 წელიწადში ერთხელ,  ევროკავშირის მოქალაქეები. ის ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი გზით არჩეული ინსტიტუტია. ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას  ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე ევროპული კანონმდებლობის მიღება წარმოადგენს.
ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია: საკანონმდებლო საქმიანობა, დემოკრატიული კონტროლი და ბიუჯეტის დამტკიცება. საკანონმდებლო ფუნქციის შესრულებისას არსებობს ორი ძირითადი პროცედურა:

  1. ორდინარული პროცედურა, რომელსაც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე თანაგადაწყვეტილების პროცედურას უწოდებდნენ და რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს - ევროპარლამენტი საკანონმდებლო აქტებსა და გადაწყვეტილებებს საბჭოსთან ერთობლივად მიიღებს;
  2. სპეციალური პროცედურები: საკონსულტაციო პროცედურა, როდესაც ევროპარლამენტს მხოლოდ პოზიციის გამოხატვა შეუძლია და თანხმობის პროცედურა, როდესაც აქტის მიღებისას საჭიროა პარლამენტის თანხმობა. სპეციალური პროცედურები ხშირად არ გამოიყენება.


პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება; შეუძლია, შექმნას საგამოძიებო კომიტეტები, ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა ევროკავშირის სხვა ორგანობის წინააღმდეგ და სხვა. გარდა ამისა, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან ევროპარლამენტის წინაშე.  საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროპარლამენტის კომპეტენციაში შედის გარკვეული საერთაშორისო შეთანხმების დადებისას, ასევე ახალი წევრი ქვეყნის მიღებისას თანხმობა. გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუმცა კომპეტენციის ცალკეულ ნორმებში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. მაგალითად, თანაგადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში, გარკვეულ ეტაპებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა. ევროპარლამენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა მას შეუძლია, ევროკომისიას კონკრეტულ საკითხზე კანონმდებლობის ინიცირებისკენ მოუწოდოს. ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლიდან ევროპარლამენტის შემადგენლობაში შედის 750 ევროპარლამენტარი და მისი პრეზიდენტი, სულ 751 წევრი.

ევროპარლამენტში წარმომადგენლობის განსაზღვრა ხდება დეგრესიული პრინციპით, როგორც ქვეყნების თანასწორობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ქვეყნების მიხედვით ხმების გადანაწილების კონკრეტული ფორმულა. დეგრესიული პრინციპის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი სახელმწიფოები არაპროპორციულად არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, პატარა სახელმწიფოებთან შედარებით. მაგალითად, ყველაზე მცირერიცხოვან მალტაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 0,4 მლნ ადამიანს, ევროპარლამენტში იგი წარმოდგენილია 6 ევროპარლამენტარით, რაც ნიშნავს პროპორციულად 66 ათას ადამიანზე 1 ადგილს პარლამენტში, მაშინ როდესაც გერმანია, რომლის მოსახლეობაც  82.5 მილიონს შეადგენს, ევროპარლამენტში 96 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც პროპორციულად 859 ათას ადამიანზე 1 ადგილის ფარდობის ტოლია. აღნიშნული კვოტები მოლაპარაკებების საფუძველზე დადგინდა.

ევროპარლამენტში ადგილების გადანაწილება წევრი ქვეყნების მიხედვით:

ავსტრია
18
ბელგია 
21
ბულგარეთი 
17
გერმანია
96
დანია
13
დიდი ბრიტანეთი
73
ესპანეთი
54
ესტონეთი 
6
ირლანდია
11
იტალია
73
კვიპროსი
6
ლატვია
8
ლიტვა
11
ლუქსემბურგი
6
მალტა
6
ნიდერლანდების სამეფო
26
პოლონეთი
51
პორტუგალია
21
რუმინეთი
32
საბერძნეთი
21
საფრანგეთი
74
სლოვაკეთი
13
სლოვენია
8
უნგრეთი 
21
ფინეთი
13
ხორვატია 
11
შვედეთი
20
ჩეხეთი
21

ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ფრაქციის შექმნისათვის საჭიროა 25 პარლამენტარის თანხმობა, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ ერთ მეხუთედს უნდა წარმოადგენდნენ.

2014 წლის არჩევნების შედეგად ევროპარლამენტის შემადგენლობა პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:


ევროპის სახალხო პარტია - 221
სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი - 191
ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი - 70
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - 67
ევროპელ გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფი - 52
ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი - 50
თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა - 48
თავისუფალი წევრები - 52


კვორუმი დგება იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის მინიმუმ ერთი მესამედი. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი - ბრიუსელში (ბელგია). პარლამენტი მუშაობს კომიტეტებისა და პლენარული სესიების მეშვეობით. თითოეული წევრი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ეროვნული კანონმდებლობით არეგულირებს ევროპული არჩევნების გამართვის საკითხს.

ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union)
ევროკავშირის საბჭოევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. საბჭოს ყოველ შეხვედრას  ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. ევროკავშირის საბჭოს აქვს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი უფლებამოსილებები. ევროკავშირის საბჭო  ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპულ პარლამენტთან ევროკავშირის კანონების მიღებაზე.

გარდა იმისა, რომ საბჭო ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, მის ამოცანებში, ასევე, შედის პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საბჭო შეიმუშავებს საერთო პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებებს ერთობლივი ღონისძიებების შესახებ.

ევროკავშირის საბჭო, ევროპულ პარლამენტთან ერთად, ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს, რომელსაც მას წარუდგენს ევროკომისია; ასევე, ამტკიცებს ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს და სხვა ორგანოების წევრებს. საბჭოს აქვს კონტროლის მექანიზმი ევროკომისიასა და ევროპარლამენტზე. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო  ექვსთვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ლისაბონის ხელშეკრულებით,  მეტი ყურადღება ეთმობა ე.წ. სამეულის თავმჯდომარეობას, რომლის ფარგლებშიც სამი შემდგომი თავმჯდომარე სახელმწიფო ერთად მუშაობს. ქვეყნების კონცენტრირებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სამეულმა წარადგინოს 18-თვიანი პროგრამა. გარდა ამისა, სამეულის ყველა წევრი ერთად წარმართავს საბჭოს სხდომებს (საგარეო საქმეთა საბჭოს გამოკლებით). დანარჩენი 2 თანათავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს იმ მომენტისათვის თავმჯდომარე ქვეყანას საერთო პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ცალკეულ თავმჯდომარე ქვეყნებს კვლავინდებურად შეუძლიათ თავიანთი პრიორიტეტების ასახვა თავმჯდომარეობის 6 თვის ვადაში, მაგრამ სამეულმა უნდა გამონახოს საერთო საფუძველი და შეთანხმებას მიაღწიოს 18-თვიანი საერთო სამუშაო ჩარჩოს შესახებ.

წევრი ქვეყნების მინისტრების დონეზე საბჭო იკრიბება 9 სტრუქტურული ერთეულის სახით:

1.ზოგადი საკითხების საბჭო;
2.ეკონომიკისა და ფინანსების საბჭო;
3.მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭო;
4.დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა საკითხების საბჭო;
5.კონკურენციის საკითხთა საბჭო;
6. ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭო;
7.გარემოს დაცვის საბჭო;
8. სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭო;
9. ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საბჭო.

საბჭო ასევე იკრიბება სხვა სტრუქტურული ერთეულის სახითაც. ეს არის საგარეო საქმეთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

საკანონმდებლო აქტების მიღების, ზოგადი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისა და ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვის გარდა, ევროკავშირის საბჭო, ასევე, კოორდინირებას უწევს წევრი ქვეყნების ეროვნულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. 19 გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვეულებრივი უმრავლესობით, კვალიფიციური უმრავლესობით ან ერთხმად. საბჭოში საკითხთა უდიდესი უმრავლესობა მიიღება ხმების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, დანარჩენ შემთხვევებში - ერთხმად (მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ან გადასახადების ჰარმონიზაციის საკითხების შემთხვევაში).

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 31 მარტამდე იმოქმდებს წესი, რომლის თანახმადაც, კვალიფიციური უმრავლესობა შემდეგნაირად დაიანგარიშება: თითოეულ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა (მანამდე თითოეულ ქვეყანას ჰქონდა გადანაწილებული ხმების გარკვეული რაოდენობა). კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუკი მას მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 55%. მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა, მინიმუმ, 15 უნდა იყოს და ამ სახელმწიფოთა მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს შეადგენდეს. გადაწყვეტილების ბლოკირებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 4 წევრი სახელმწიფო იყოს წინააღმდეგი. ერთხმად გადაწყვეტილებები მიიღება ევროკავშირის მოქმედების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში, მაგ., იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭო კომისიის მიერ წარდგენილ წინადადებაში ცვლი ლებების შეტანას აპირებს. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანოებისა (პოლიციები) და სასამართლოების თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ერთხმად მიიღება. ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად პროცედურულ საკითხებზე, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია უბრალო უმრავლესობით, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტის თანხმობას.

ევროპული საბჭო (European Council)

ევროპული საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და კომისიის პრეზიდენტთან ერთად. მის მუშაობაში მონაწილეობს  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო განიხილავს იმ რთულ და სენსიტიურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც უფრო დაბალ დონეზე ვერ მოხერხდა. ევროპის საბჭო აყალიბებს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; ასევე, წარმოადგენს და ამტკიცებს კანდიდატებს გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორებიცაა: ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია.  ევროპის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, პრეზიდენტის მოწვევით. თუ ვითარება მოით ხოვს, ის სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტი ორნახევარი წლის ვადით ინიშნება, ერთჯერადი განახლებით (ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად). ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულია ლისაბონის ხელშეკრულებით (2,5 წლით, მაქსიმუმ ორი ვადით) და მისი ძირითადი ფუნქციაა ევროპული საბჭოს სხდომების მომზადება. ეს ფუნქცია კრძალავს პარალელურად სხვა თანამდებობაზე ყოფნას. პრეზიდენტს ირჩევს ევროპული საბჭო, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

ევროკომისია
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს შენობა ლუქსემბურგშიევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს,  რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ ზომები მიიღოს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. კომისია შედგება პრეზიდენტისგან, შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგან (მათ შორისაა მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო და უსაფ რთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი) და 20 კომისრისგან – თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზი დენტს ირჩევს  ევროკავშირის 28 მთავრობა და ამ ტკიცებს ევროპის პარლამენტი. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ, ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ისინი არ არიან თავიანთი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, არამედ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი 5 წლის ვადით ირჩევა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო არის ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც  მოიცავს მთელ სასამართლო სისტემას. იგი დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება სამი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice), ზოგადი სასამართლო (General Court) და საჯარო სამსახურის ტრიბუნალი (Civil Service Tribunal).

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მიმართავს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად გამოიყენებოდეს ყველა წევრ ქვეყანაში. მართლმსაჯულების სასამართლოში ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს ერთი მოსამართლე. მოსამართლეებს ეხმარებიან გენერალური ადვოკატები, რომელთა მთავარი მოვალეობაა, კომპეტენტური მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ საქმეებზე. ისინი ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ საჯაროდ და მიუკერძოებლად. თითოეული მოსამართლე და გენერალური ადვოკატი ინიშნება ექვსი წლის ვადით (თუმცა შესაძლებელია ვადის გაგრძელებაც), ნაციონალურ მთავრობებთან შეთანხმებით. მოსამართლეები ირჩევენ პრეზიდენტს 3 წლის ვადით, ასევე გაგრძელების შესაძლებლობით. პრეზიდენტის მოვალეობაში შედის სასამართლოს მუშაობის წარმართვა; გარდა ამისა - სხდომებისა და საქმეების განხილვების წაყვანა. საქმეთა სიმრავლის გამო, ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრებს, ასევე კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს საერთო სასამართლო. ევროკავშირის საჯარო სამსახურის ტრიბუნალი~კი აგვარებს ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის წამოჭრილ დავებს.

ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება შემდეგი სახის დავები:

  • დავა ევროკავშირის ორგანოებს შორის;
  • დავა ევროკავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის;
  • დავა წევრ სახელმწიფოებს შორის;
  • დავა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროკავშირის ორგანოებს შორის;
  • დავა ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის.

ევროპის აუდიტორთა სასამართლო

ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს.  მისი მთავარი მიზანია: გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესზე; გაამახვილოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო ადგილები, ფასების კონტროლი და ა.შ. სასამართლო შეიქმნა 1977  წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომელთა შორის არიან აუდიტორები, თარჯიმნები და ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს სასამართლოსათვის.

სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. მათ ნიშნავს საბჭო ექვსი წლის ვადით. სასამართლოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს. აუდიტორთა სასამართლოს უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება. სასამართლო ხშირად ადგილზე ამოწმებს. შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნებს აუდიტორები წარუდგენენ კომისიას და ევროკავ შირის ეროვნულ მთავრობებს. სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ევროპის პარლამენტისა და საბჭოსათვის გასული ფინანსური წლის შესახებ ანგარიშის წარდგენა. აუდიტორთა სასამართლო ასევე ვალდებულია, გამოთქვას მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით.

ევროპის ცენტრალური ბანკი
ევროპის ცენტრალური ბანკიევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ევროპის ცენტრალური ბანკი, დაარსდა 1998 წელს და მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია). ევროპის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ბანკის მთავარი მიზანია: 1) ფასების სტაბილურობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ  და 2) ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და ერთად ქმნიან ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას. იმ ქვეყნების ბანკების თანამშრომლობას, სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტადაა გამოცხადებული, ეწოდება ევროსისტემა.

ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაა: 1) აღმასრულებელი საბჭო ხელმძღვანელობს ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას და შედგება 8 წლის ვადით დანიშნული 6 წევრისაგან - პრეზიდენტისგან, ვიცე-პრეზიდენტისა და დამატებით 4 წევრისგან; 2) მმართველი საბჭო - განსაზღვრავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკასა და საპროცენტო განაკვეთებს; 3) გენერალური საბჭოხელს უწყობს საკოორდინაციო და საკონსულტაციო საქმიანობასა და ევროზონაში ახალი წევრების მიღებას. საბჭო შედგება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბანკის მმართველისაგან.

ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური

სამსახური ლისაბონის ხელშეკრულებამ ბიძგი მისცა ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ჩამოყალიბებას. იგი, პრაქტიკულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის ფუნქციას ასრულებს; ამასთან წარმართავს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და მუშაობს საგარეო პოლიტიკისა და წარმომადგენლობის სხვა სფეროებშიც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ექვემდებარება და დახმარებას უწევს უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. გარდა ამისა, მას მოეთხოვება ევროსაბჭოსა და კომისიის პრეზიდენტების მხარდაჭერაც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა სრული დატვირთვით მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ის თანამშრომლობს წევრი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებთან და თავს უყრის გენერალური სამდივნოსა და ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტების მოხელეებს, ისევე, როგორც ეროვნული დიპლომატიური სამსახურების დამხმარე კადრებს.

უმაღლესი წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნქციაა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა გაფართოება და ევროპის სამეზობლო სტრატეგია, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ არის, თუმცა ნაწილობრივ მაინც ექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს, როგორც კოორდინატორს, რომელიც, ამავდროულად, კომისიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. უმაღლესი წარმომადგენელი და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური მიმართავენ სტრატეგიებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოსთან. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ამ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედებს. ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახური არ მიიჩნევა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეხმარება ევროკავშირის ინსტიტუტებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში.


Комментариев нет:

Отправить комментарий